კვლევა

სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან 2015 წელს ჩამოყალიბდა სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც გამოსცემს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს სამართალი და მსოფლიო

იოსებ კელენჯერიძე - სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი

  • ikelenjeridze@esu.edu.ge
  • 0322 000 171 (116)

    ინსტიტუტის მიზნები:

    • საერთაშორისო თავისუფალ სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და მისი აქტიური წევრობა.
    • სამართლის სფეროში ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება.
    • ტრენინგების, კონფერენციების, ლექცია-სემინარების, სასწავლო-მეთოდური, სამეცნიერო-მეთოდოლოგიური და სხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზება.
    • სხვადასხვა დონის მსურველთათვის სამართლის სხვადასხვა დარგში კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა.
    • საერთაშორისო და რეგიონალური მაშტაბით კონკურსებისა და ოლიმპიადების ჩატარება.
    • შესაბამის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან თანამშრომლობა.
    • სამართლის დარგში მიმდინარე მეცნიერული და ანალიტიკური კვლევა და მოპოვებული მასალის გამოქვეყნება.
    • პუბლიკაციების მომზადება და გამოცემა (მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სამეცნიერო ჟურნალები).
    • სამართლის დარგის განვითარების ხელშეწყობა.

    ინსტიტუტის საქმიანობის ფორმები:

    • ატარებს სემინარებს, დისკუსიებს, კონფერენციებს, სასწავლო კურსებს, პრეზენტაციებს, კონკურსებს და სხვადასხვა სახის აქტივობას.
    • თანამშრომლობს სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სახელისუფლებო სტრუქტურებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ დონორებთან.
    • მონაწილეობას იღებს პროექტებსა და კონკურსებში, გამოდის პროექტებისა და კონკურსების ინიციატორად.
    • ახორციელებს იურიდიულ საკონსულტაციო მომსახურებას.
    • გამოდის სასამართლოში ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესების დასაცავად.
    • ახდენს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების ჩართულობას სასამართლო პროცესებში.
    • თანამშრომლობს უცხოეთის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან.
    • ახორციელებს უცხოეთიდან პროფესორ-მასწავლებელთა ჩამოყვანას და ორგანიზებას უწევს ევროპის უნივერსიტეტში მათ მიერ ლექციების წაკითხვას.
    • გამოსცემს სამართლის დარგში სამეცნიერო ჟურნალს, როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ფორმით.
    • თარგმნის უცხოურ სახელმძღვანელოებსა ქართულ ენაზე და გამოსცემს მათ.
    • ეწევა სხვა სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.