ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი ფუნქციონირებს 2014 წლიდან. იგი წარმოადგენს უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიურობის პირობებში უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროში.
ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმატების კიდევ ერთი ფაქტორი არის მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი, რომელიც გამოირჩევა მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებით, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების თეორიული ცოდნის პრაქტიკული ასპექტებით გაჯერებას.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ხორციელდება:
- ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
- ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
- ტურიზმის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
- ფინანსების და საბანკო საქმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
- მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაზაზე 2016 წლიდან დაარსდა გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტი. ინსტიტუტის პერსონალი და "ევროპის უნივერსიტეტის" ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში, ჩართული არიან საქართველოსა და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიებში. ინსტიტუტის ბაზაზე ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტთან ერთად გამოიცემა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „გლობალიზაცია და ბიზნესი“. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჟურნალი ფიგურირებს მსოფლიოში ისეთ ცნობილ ბაზებში, როგორიცაა EBSCO, ERIH PLUS, Google Scholar, INDEX COPERNICUS.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის შესახებ: