დასაქმების ხელშეწყობა
ევროპის უნივერსიტეტში სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი 2018 წლიდან ფუნქციონირებს. ცენტრის მთავარი მიზანია, სტუდენტს შეუქმნას ხელსაყრელი გარემო, რათა იგი იყოს თვითრეალიზებული და წარმატებული. მომსახურების ცენტრი სტუდენტთან ერთად მუშაობს მის წარმატებაზე.
მომსახურების ცენტრის სერვისები სტუდენტებისთვის:
ვამზადებთ მომავლისთვის და ვეხმარებით წინსვლაში
- უკეთ დასაქმების მიზნით, ხელს ვუწყობთ კარიერული კომპეტენციების განვითარებაში;
- წამყვან პარტნიორ კომპანიებთან და სტუდენტებისთვის სასურველ ცნობილ ადამიანებთან ერთად ვაწყობთ საინტერესო შეხვედრებს, ვორქშოფებს, მასტერკლასებსა და საჯარო ლექციებს;
- ვეხმარებით CV-ების მომზადებაში და ვამზადებთ გასაუბრებისთვის.
მომსახურების ცენტრის სერვისები კურსდამთავრებულთათვის:
სტუდენტების მომავალი ჩვენი მომავალია
- შევქმენით კურსდამთავრებულთა ასოციაცია და მუდმივად ვზრუნავთ მათზე;
- კურსდამთავრებულებთან ერთად ვაწყობთ სასარგებლო და საინტერესო აქტივობებს;
- ერთად ვქმნით და ვახორციელებთ ინოვაციურ იდეებს;
- ვაცნობთ საზოგადოებას ჩვენი კურსდამთავრებულების მიღწევებს.
სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმება და კარიერა
ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სტუდენტი/კურსდამთავრებული იყოს წარმატებული
- გეხმარებით თქვენთვის სასურველი სამსახურის შერჩევაში;
- ჩვენი პარტნიორები თქვენი პოტენციური დამსაქმებლები არიან;
ევროპის უნივერსიტეტი თანამშრომლობს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. ჩვენს პარტნიორებს და, შესაბამისად თქვენს პოტენციურ დამსაქმებლებს სფეროში წარმატებული კომპანიები და ორგანიზაციები წარმოადგენენ.
- თქვენ სასურველი და მოთხოვნადი კადრი ხდებით - ჩვენ ვიცით რა ჭირდება დამსაქმებელს;
- მუდმივად ვაწვდით პარტნიორ ორგანიზაციებს სტუდენტებისა და კურსდამთარებულების შესახებ ინფორმაციას.