საბიბლიოთეკო მომსახურება

ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი შედგება როგორც უნივერსიტეტის მიერ მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო სავალდებულო ლიტერატურისაგან, ასევე ზოგადი ხასიათის საცნობარო გამოცემებისაგან, სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურისაგან, პერიოდული გამოცემებისაგან, ციფრული ლიტერატურისაგან და სხვ.

იმისთვის, რომ შეძლოთ ბიბლიოთეკით სარგებლობა, საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია,  რისთვისაც სავალდებულოა მკითხველმა პირადად მიაკითხოს ბიბლიოთეკას. რეგისტრაციისთვის საჭიროა თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტის ბარათი.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ბიბლიოთეკარი ვალდებულია მკითხველს გაუწიოს დახმარება და კონსულტაცია მისთვის საჭირო სასწავლო მასალასთან და საბიბლიოთეკო რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით - აუხსნას და აჩვენოს მაგალითი ელექტრონული კატალოგის გამოყენების შესახებ, საბიბლიოთეკო სამეცნიერო ბაზების გამოყენების შესახებ; აუხსნას წიგნების გაცემის პროცედურები, თუ რა წიგნის გატანა შეუძლია მკითხველს ბიბლიოთეკიდან, რამდენი ხნით, სად შეუძლია გაიტანოს; თუ როგორ შეუძლია უნივერსიტეტში მისვლის გარეშე მიიღოს სასურველი ინფორმაცია ბიბლიოთეკაში წიგნების არსებობის შესახებ; ასევე შეუძლია თუ არა ბიბლიოთეკათშორისი სერვისით მიიღოს ისეთი