კვლევა

მედიცინის კვლევითი ინსტიტუტი

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის კვლევითი ინსტიტუტი დაარსდა 2020 წელს ''ს.ს. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის'' ბაზაზე, რომლის ხელმძღვანელია პროფესორი ბ-ნი ზაზა ავალიანი.

კვლევით ინსტიტუტს ყავს 4 მეცნიერ თანამშრომელი:

ზაზა ავალიანი 

  • კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი
  • ელ.ფოსტა: avaliani.zaza@eu.edu.ge

მაია მანწკავა

  • უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
  • ელ.ფოსტა: maia.mantskava@eu.edu.ge

ნესტან ტუკვაძე

ეკა კოხრეიძე 

მარიანა ბუზიაშვილი

 

ინსტიტუტის მიზანი:

მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის მიზანია საფაკულტეტო დონეზე საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კვლევითი საქმიანობის განხორციელება.

მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციებია:

  • მედიცინის პრობლემების კვლევის მიზნით, თანამედროვე ცოდნაზე და ხარისხზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ორგანიზება; 
  • სამეცნიერო-კვლევითი გრანტების მოძიება შესაბამისი მიმართულებით; 
  • ადგილობრივ, საერთაშორისო, რეგიონულ ორგანიზაციებთან, ასევე კვლევით ინსტიტუტებთან და უნივერსიტეტებთან სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობა; 
  • კვლევების შედეგების პოპულარიზაცია; 
  • საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების ორგანიზების მხარდაჭერა; 
  • სამეცნიერო ჟურნალის გამოცემა; 
  • ინსტიტუტის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის პერიოდული შეფასება, საზოგადოებაში მოთხოვნადი კვლევითი მიმართულებების გამოვლენა და უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიის გათვალისწინებით, კვლევითი პრიორიტეტების განსაზღვრა; 
  • სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და სხვა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის, ინსტიტუტის ფარგლებში განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ ანგარიშების პერიოდული წარდგენა; 
  • დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე, გამოიცემა ჟურნალი: