
ბიბლიოთეკის შესახებ
ევროპის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ბიბლიოთეკით სარგებლობის წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს სტუდენტების, აკადემიური, მოწვეული, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის საბიბლიოთეკო რესურსებით მომსახურებას.
ბიბლიოთეკა განთავსებულია უნივერსიტეტის ორივე კორპუსში, მუშაობს ყოველ დღე, კვირის გარდა, 10:00-დან 20:00 საათის ჩათვლით.