კურსდამთავრებულები

ვიოლეტა მგალობლიშვილი 

ვიოლეტა მგალობლიშვილი ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი და უნივერსიტეტის ბენდის EU Band -ის სოლისტია.

რატომ ევროპის უნივერსიტეტი?

,,არსებობს ბევრი რეკლამა, რომელიც ხანდახან 100%-ით არ ასახავს სინამდვილეს. ამ შემთხვევაში, ეს სრულიად პირიქითაა. ჩვენი ადმინისტრაცია მუდამ ცდილობს ყოველ ფეხის ნაბიჯზე რაღაც ახალი შესთავაზოს თავის სტუდენტს.“

მარიამ კაპანაძე

მარიამ კაპანაძე ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მე-3 კურსის სტუდენტია. მარიამი არის რამაზ ლომინაძის ფონდის სტიპენდიანტი და European Horizon's პიარის მიმართულებით ხელმძღვანელი.

რატომ ევროპის უნივერსიტეტი?

ევროპის უნივერსიტეტმა ჩემში დიდი გარდატეხა მოახდინა. მომცა უნარი, უკეთ გამომევლინა საკუთარი თავი, მებრძოლა ჩემი მიზნებისთვის და რეალიზებული ვყოფილიყავი ბოლომდე საკუთარ კარიერაში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უნივერსიტეტი, რომელში ჩაბარებასაც არასდროს ინანებ.

თემო გოგრიჭიანი 

თემო გოგრიჭიანი ევროპის უნივერსიტეტის, საერთაშორისო  ურთიერთობების მეოთხე კურსის სტუდენტია. თემო პირველი კურსის შემდეგ, გაცვლითი პროგრამით  იმყოფებოდა ბერლინში, გერმანიაში. გარდა ამისა, ის ამჟამად არის  უნივერსიტეტის ბენდის ვოკალისტი და European Horizons-ში  იკავებს  პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციას.

რატომ ევროპის უნივერსიტეტი?

ევროპის უნივერსიტეტი არის საქართველოში პირველი, რომელმაც ჩამოაყალიბა European Horizons და მეც შესაძლებლომა მომეცა ამ ორგანიზაციაში გავწევრიანებულიყავი. დარწმუნებული ვარ, სწავლის დასრულების შემდეგაც არ გავწყვეტ კავშირს უნივერსიტეტთან და კვლავ აქტიურად ვიქნები ჩართული.

დავით გურგენიძე 

დავით გურგენიძე ევროპის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტია. ამჟამად, ის მუშაობს მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში ფიზიკური თერაპეპვტის პოზიციაზე. გარდა ამისა, დავითი არის ევროპის უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდის კაპიტანი. 

რატომ ევროპის უნივერსიტეტი?

უნივერსიტეტმა  მომცა საშუალება, ვისწავლო საყვარელი საქმე, ვითამაშო ჩემი საყვარელი სპორტი და ვიყო საუკეთესო გუნდის კაპიტანი. ეს  დიდ ბედნიერებას მანიჭებს და მთელი ცხოვრების მანძილზე გამყვება სტუდენტობისას განცდილი ემოციები.

მაია ავალიანი 

მაიამ 2018 წელს წარჩინებით დაამთავრა ევროპის უნივერსიტეტი და დასრულებისთანავე შეუდგა საადვოკატო საქმიანობას.  გარდა ამისა, პარალელურად ითავსებს მოლარე-ბუღალტრის პოზიციასაც.

რატომ ევროპის უნივერსიტეტი? 

ევროპის უნივერსიტეტი გვთავაზობს სწავლების განსხვავებულ და მოდერნიზებულ სისტემას. აქ მუდმივად ეწყობა საჯარო ლექციები, რომელებსაც, ხშირად ატარებენ ევროპიდან და აშშ-დან მოწვეული პროფესორები და სასამართლო მოხელეები.

ბეჟანი ლომსაძე

ბეჟანის ლომსაძე არის ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტი. ის არის 2016 წელს ევროპის უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდებით მიღებული ყველაზე მაღალქულიანი სტუდენტი. ბეჟანი, ამ ეტაპზე, გახლავთ European Horizons-ის ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლობის ვიცე-პრეზიდენტი. ასევე, არის ევროპის უნივერსიტეტის მან-სან-კან-ის გუნდი "უვიზოს" წევრი.

რატომ ევროპის უნივერსიტეტი?

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ის, რომ ჩვენს უნივერსიტეტს აქვს გაფორმებული მემორანდუმი არაერთ გამოცდილ და მაღალპროფესიონალურ ორგანიზაციასთან, რაც  საკუტარი პროფესიით სტაჟირებისა და მუშაობის კარგ შესაძლებლობას ქმნის.