კურსდამთავრებულები

იუგდიპ სინგ დუდი

იუგდიპ სინგ დუდი არის ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი. ის იმყოფებოდა ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა უნგრეთში დებრეცენის უნივერსიტეტში. ასევე, მონაწილეობდა ევროპის ბიოქიმიური საზოგადოების ფედერაციის კონგრესზე, რომელიც გაიმართა კრაკოვში, პოლონეთში. მან ევროპის უნივერსიტეტის სხვა სტუდენტთან ერთად წარადგინა მათ მიერ განხორციელებული კვლევითი პროექტის შედეგები.

რატომ ევროპის უნივერსიტეტი?

ევროპის უნივერსიტეტი გვაძლევს უმარავ შესაძლებლობას, დავესწროთ სემინარებს, სხვადასხვა პროექტს, საერთაშორისო კონფერენციებს, ჩავერთოთ მოხალისეობრივ საქმიანობაში და გავხდეთ გაცვლითი პროგრამის სტუდენტები. ბედნიერი ვარ, რომ მოვხვდი ისეთ უნივერსიტეტში, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს თავის სტუდენტებს.

ალიკია ჩიპურუპალი

ალიკია ჩიპურუპალი არის ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი. ალიკია იმყოფებოდა მედიცინის სტუდენტების ასოციაციის საერთაშორისო ფედერაციის 68-ე შეხვედრაზე სლოვენიაში, რომლეშიც მან წარადგინა პრეზენტაცია ანტიბიოლოგიურ რეზისტენტობაზე.

რატომ ევროპის უნივერსიტეტი?

ევროპის უნივერსიტეტში მენეჯმენტთან დაკავშირება და ურთიერთობა არის საკმაოდ ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე სტუდენტებისათვის. მომწონს ისიც, რომ მენეჯმენტი ითვალისწინებს სტუდენტების აზრს და ჩართულები ვართ გადაწყვეტილების მიღების პორცესში.

თამარ პაჭკორია

თამარ პაჭკორია არის მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული სტომატოლოგიის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი. თამარი კლინიკური პრაქტიკის გავლის მიზნით იმყოფებოდა ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორ ტოკატ გაზიოსმანფაშას უნივერსიტეტში.

რატომ ევროპის უნივერსიტეტი?

ევროპის უნივერსიტეტი საუკეთესოა, როგორც აკადემიური პერსონალიტ, ასევე მათ მიერ შექმნილი გარემოთი. ჩემმა უნივერსიტეტმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მომცეს ცოდნა და გამოცდილება, რომელიც აკმაყოფილებს ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებს.