ევროპის უნივერსიტეტი ავტორიზებული, სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსის მქონე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს და გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2011 წლის 21 იანვრის №1 გადაწყვეტილებით დაწესებულებამ 5 წლის ვადით მოიპოვა სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსი.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2016 წლის 18 იანვრის №5 გადაწყვეტილებით ევროპის უნივერსიტეტმა 5 წლის ვადით, 2021 წლამდე, კვლავ მოიპოვა სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსი. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2016 წლის 13 დეკემბრის №30 გადაწყვეტილებით უნივერსიტეტს სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა განესაზღვრა 1500 სტუდენტით, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2019 წლის 26 ივლისის №28 გადაწყვეტილებით ევროპის უნივერსიტეტს სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა განესაზღვრა 3000 სტუდენტით.
ევროპის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 4 ფაკულტეტი:
აღნიშნული ფაკულტეტების ფარგლებში უნივერსიტეტი ახორციელებს 14 საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც მოიცავს უმაღლესი განათლების ორი საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიან და მასწავლებლის მომზადების ერთწლიან) საგანმანათლებლო პროგრამებს.
|
საგანმანათლებლო პროგრამები
|
აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება
|
საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსი
|
|
ფინანსები და საბანკო საქმის საბაკალავრო პროგრამა
|
|
ხორციელდება ავტორიზებულ რეჟიმში
|
|
ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
|
აკრედიტაციის საბჭოს 2019 წლის 20 ივნისის №133 გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია 7 წლის ვადის
|
აკრედიტებული
|
|
ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა
|
აკრედიტაციის საბჭოს 2019 წლის 20 ივნისის №132 გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია 7 წლის ვადის
|
აკრედიტებული
|
|
ტურიზმის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
|
|
ხორციელდება ავტორიზებულ რეჟიმში
|
|
სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა (ქართულენოვანი)
|
|
ხორციელდება ავტორიზებულ რეჟიმში
|
|
სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა (ინგლისურენოვანი)
|
აკრედიტაციის საბჭოს 2015 წლის 7 აგვისტოს №123 გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია 5 წლის ვადის
|
აკრედიტებული
|
|
დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა (ინგლისურენოვანი)
|
აკრედიტაციის საბჭოს 2019 წლის 19 დეკემბრის №258 გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია 7 წლის ვადის
|
აკრედიტებული
|
|
მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
|
აკრედიტაციის საბჭოს 2015 წლის 7აგვისტოს №125 გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია 5 წლის ვადის
|
აკრედიტებული
|
|
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა
|
აკრედიტაციის საბჭოს 2015 წლის 7აგვისტოს №121 გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია 5 წლის ვადის
|
აკრედიტებული
|
|
სამართლის საბაკალავრო პროგრამა
|
აკრედიტაციის საბჭოს 2019 წლის 17 დეკემბრის №252 გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია 7 წლის ვადის
|
აკრედიტებული
|
|
ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
|
|
ხორციელდება ავტორიზებულ რეჟიმში
|
|
სამართლის სამაგისტრო პროგრამა
|
|
ხორციელდება ავტორიზებულ რეჟიმში
|
|
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
|
აკრედიტაციის საბჭოს 2016.05.10 №136 გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია 7 წლის ვადის
|
აკრედიტებული
|
|
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
|
აკრედიტაციის საბჭოს 2017.10.07 №40 გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია 7 წლის ვადის
|
აკრედიტებული
|