კურსდამთავრებულთა ასოციაცია

ევროპის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ასოციაცია

ევროპის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიზანს წარმოადგენს კურსდამთავრებულთა ფორმალური და არაფორმალური განვითარების ხელშეწყობა და მათ მიერ უნივერსიტეტის, როგორც ძლიერი და წარმატებული ინსტიტუციის გაძლიერება.

იგი წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ არარეგისტრირებულ გაერთიანებას, რომლის მიზანია,  მოახდინოს კურსდამთავრებულთა ინტეგრაცია.

ასოციაციის მართველობას უზრუნველყოფს ასოციაციის გამგეობა. ასოციაციას ხელმძღვანელობს ასოციაციის პრეზიდენტი. იგი წარმოადგენს ასოციაციის მესამე პირებთან და უზრუნველყოფს ასოციაციის წევრთა საქმიანობის მოდერაციას. ასოციაციის პრეზიდენტი არის ამავე დროს ასოციაციის გამგეობის წევრიც.

კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად, ასოციაციის წევრთა რიგებიდან, ასევე, შესაბამისი კომპეტენციის მქონე ნებისმიერი პიროვნებისაგან შეიძლება ჩამოყალიბდეს მუდმივი ან დროებითი სამუშაო ჯგუფებისამუშაო ჯგუფები ანგარიშვალდებულები არიან ასოციაციის გამგეობასთან.