საერთაშორისო პროფილი და პროექტები

საერთაშორისო პროფილი

ევროპის უნივერსიტეტი შედარებით ახალი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ამბიციური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც  ინტეგრირებულია უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში და მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს სხვა რეგიონების საგანმანათლებლო სისტემებთან.

ევროპის უნივერსიტეტი ავტორიზირებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, რომელიც თავის მხრივ, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობას, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაციასა და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარებას გულისხმობს. შესაბამისად, ევროპის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, მათ შორის მედიცინის დარგში, აქვთ შესაძლებლობა, დასაქმდნენ და სწავლა გააგრძელონ როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა სწავლა-სწავლებისა და კვლევისთვის საერთაშორისო ხასიათის მიცემას გულისხმობს, რაც გაზრდის კურსდამთავრებულების, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრების კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამ მიზნით, ევროპის უნივერსიტეტი ორიენტირებულია, ხელი შეუწყოს სტუდენტებისა თუ აკადემიური პერსონალის მობილობას და უნივერსიტეტთაშორის თანამშრომლობას სხვადასხვა კვლევითი თუ საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში. ამას გარდა, ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ხასიათს  მედიცინისა და  სტომატოლოგიის ფაკულტეტების 900-მდე საერთაშორისო სტუდენტი უზრუნველყოფს, რითაც ხაზი ესმევა ინტერკულტურული ურთიერთგაგებისა და პატივისცემის მნიშვნელობას.

საერთაშორისო პროექტები

2020 წელს ევროპის უნივერსიტეტი ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების ორგზის გამარჯვებული გახდა, დაფინანსდა ევროპის უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი როგორც ჟან მონეს პროექტი, ისე მოდული.

დაფინანსდა პროექტი "ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების დანერგვა ქართულ სკოლებში”, რომელიც საქართველოს საჯარო სკოლებში ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებზე ცოდნის დანერგვასა და დისკუსიის წახალისებას ემსახურება. ინტერნაციონალიზაციის კუთხით, პროექტი ითვალისწინებს უცხოელი მკვლევარებისა და განათლების ექსპერტების მონაწილეობას. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია და პროექტის მენეჯერის დასწრება საკოორდინაციო შეხვედრაზე, ბრიუსელში.   

გრანტი მოიპოვა ასევე მოდულმა/პროექტმა „ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი”, რომელიც ზამთრის სამ სკოლას მოიცავს. მოდულის მიზანია ევროკავშირი-საქართველოს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულებასა და საქართველოს დემოკრატიზაციაზე ფოკუსირებით ქართველ სტუდენტებში და აკადემიურ საზოგადოებაში ევროკავშირზე ცოდნის გაღრმავების წახალისება. პროექტით გათვალისწინებულია უცხოელი პროფესორების ლექციები ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და პროექტის ძირითადი აკადემიური პერსონალის სტატიის საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნება.

წარმატებული ისტორიები

წარმატებული ისტორიები