მარიამ ბარბაქაძე

მარიამ ბარბაქაძემ 2006 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ფსიქოლოგიის მიმართულებით. შემდეგ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოიპოვა მაგისტრის ხარისხი მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე, სპეციალობა სოციალური სამუშაო. მაგისტრის ხარისხის მინიჭების შემდეგ, კვლავ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური სამუშაოს პროგრამაზე გააგრძელა დოქტორანტურა. 

აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება სოციალური სამუშაოს მიმართულებით, მის ძირითად სამიზნე ჯგუფს განსაზღვრავდა მზრუნველობა მოკლებული ბავშვები, ფსიქიკური პრობლემების მქონე ბენეფიციარები და კანონთან კონლიქტში მყოფი პირები. აქვს როგორც არასამთავრობო, ასევე საჯარო სამსახურებში მუშაობის გამოცდილება. სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა ფუნქციებთან ერთად ითავსებდა ბენეფიციარებისა და მისი ოჯახის წევრებისთვის საჭირო ტრენინგების ჩატარებას. ამჟამად არის არასამთავრობო ორგანიზაციაში დაქირავებული ტრენერ/კონსულტანტი. 

2013 წლიდან მოწვეული ლექტორის სტატუსით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს სახელწოდებით სოციალური სამართლიანობა და სოციალური სამუშაოს პროფესია. ასევე, ჩართულია ევრაზიის პროექტში, რომელიც აერთიანებს ოთხ ქვეყანას საგანმანათლებლო სივრცეში ინკლუზიური განათლების პოპულარიზაციის მიზნით. აქვს Erasmus + პროგრამაში წარმატებული მონაწილეობის გამოცდილება, რის საფუძველზეც კითხულობდა ლექციებს ჩეხეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში.

ამჟამად მარიამი არის ევროპის უნივერსიტეტის და ქუთაისის უნივესრიტეტის სწავლების ინოვციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი და აქტიურად არის ჩართული სატრენინგო კურსების შემუშავებასა და ჩატარებაში.