
ევროპის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სასწავლო პროცესის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფაა. სწორედ აღნიშნული მიზნის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით 2019 წლის მაისში გაიხსნა სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრი, რომელიც ორიენტირებულია უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების გაუმჯობესებასა და უმაღლესი განათლების სფეროში სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვაზე.
აღსანიშნავია, რომ ცენტრის დაფუძნებისთანავე, ევროპის უნივერსიტეტმა უზრუნველყო განათლების საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა, გაიმართა კონფერენცია თემაზე - „უმაღლეს საგანმანათლებლო პროცესში სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდები და გამოწვევები“. ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, უნგრეთის და ავსტრიის ზალცბურგის უნივერსიტეტების (University of Salzburg-თან და Central European University) წარმომადგენლების მიერ, ჩატარდა ტრენინგი ცენტრის ტრენერებისთვის.
ტრენინგ ცენტრის კვალიფიციური ტრენერების მიერ კი, ხდება სწავლების ინოვაციური მეთოდების საგანმანათლებლო პროგრამებში დანერგვის პროცესის ხელშეწყობა. ტრენინგ ცენტრი აკადემიურ პერსონალს და მოწვეულ სპეციალისტებს სისტემატურად სთავაზობს ექვს ძირითად მოდულს:
-
სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა;
-
შეფასების თანამედროვე მეთოდები უმაღლეს განათლებაში;
-
სწავლების თანამედროვე მეთოდები უმაღლეს განათლებაში;
-
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება;
-
პლაგიატის ამომცნობი პროგრამის ინტეგრირება სწავლების პროცესში;
-
დისტანციურ პლატფორმათა ეფექტური გამოყენება სწავლებისას.
ასევე, ტრენინგ ცენტრი 2020 წლის ბოლომდე გეგმავს დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის გადამზადებას მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შესაბამისად, სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში.
სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრი ადმინისტრაციულ პერსონალთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხელს უწყობს ციფრული პლატფორმების დანერგვას, როგორც სწავლება - სწავლის პროცესში, ასევე დისტანციური მუშაობის მიმართულებით.
ხაზგასმით ყურადსაღებია, სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის კვალიფიციური ჩართულობა გლობალური პანდემიის დროს, რაც უმოკლეს დროში, აკადემიური პერსონალის სათანადო მომზადებას, სასწავლო პროცესის სრულად დისტანციურ რეჟიმში გადასვლას და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების აქტიური სასწავლო პროცესით უზრუნველყოფას უკავშირდება.
მარიამ ბარბაქაძე - სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი:
-
ელ-ფოსტა: mariam.barbakadze@eu.edu.ge
-
ტელ: 599 08 00 08