პრაქტიკული ინფორმაცია

საერთაშორისო სტუდენტებს ჩვენ ვთავაზობთ ინგლისურენოვან პროგრამებს მედიცინასა და სტომატოლოგიაში. ორივე პროგრამა აკრედიტებულია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ.

ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა ასევე მოიპოვა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის აღიარება, რაც ცენტრს უფლებას აძლევს სხვა სამედიცინო პროგრამების აკრედიტაცია მოახდინოს ევროპაში. ამ კუთხით, საქართველოს ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ სამედიცინო პროგრამის აკრედიტაციას მრავალი დადებითი მხარე აქვს, მათ შორის, ეს ხელს უწყობს ქართული სამედიცინო პროგრამების აღიარებას ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიასა და სხვა ინგლისურენოვან ქვეყნებში. 

საერთო საცხოვრებელი

ევროპის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი მდებარეობს თბილისის უსაფრთხო და ეკოლოგიურად გამორჩეულ არეალში, ამერიკის საელჩოსთან ახლოს. საცხოვრებელი 4700 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და შეუძლია 250 სტუდენტის მიღება. სტუდენტის ოთახი მოიცავს საძინებელს ავეჯით, უფასო უკაბელო ინტერნეტით, კონდიციონერით, ცენტრალური გათბობითა და საკუთარი სველი წერტილებით. საერთო სივრცე მოიცავს კაფეტერიას და სავარჯიშო დარბაზს. საცხოვრებელს ემსახურება პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებასა და უსაფრთხოებას.

ტრანსპორტირება

როგორც სტუდენტი, თქვენ მიიღებთ შესაბამის სადებეტო საბანკო ბარათს ქართული ბანკებისგან, რაც მნიშვნელოვან შეღავათებს გულისხმობს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას დროს (ავტობუსით, მეტროთი ან სამარშრუტო ტაქსით მგზავრობისას) ან ქვეყნის მასშტაბით მატარებლით მგზავრობისას. გთხოვთ, იხილოთ დაწვრილებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური თბილისში:

  • ავტობუსი - 50 თეთრი.
  • სამარშრუტო ტაქსი - 80 თეთრი.
  • მეტრო - 50 თეთრი.

საბანკო მომსახურება

თქვენ შეგიძლიათ გახსნათ საბანკო ანგარიში შესაბამის ბარათთან ერთად, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ გამოიტანოთ ფული საბანკო აპარატებიდან დღიური გამოტანის მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში.

საბანკო აპარატები, როგორც წესი, 24 საათი ხელმისაწვდომია და განთავსებულია ბანკების, ასევე მაღაზიების, სასტუმროებისა და სხვა დაწესებულებების შესასვლელში.

ევროპის უნივერსიტეტის საბანკო ანგარიში

ევროპის უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე სწავლის საფასურის გადმორიცხვა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ან თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.

 

რეკვიზიტები

შპს ევროპის უნივერსიტეტი

I/C 201 954 956

 

საქართველოს ბანკი:

GE87BG0000000347729500

Bank Code: BAGAGE22

 

თიბისი ბანკი:

GE44TB7819636020100003

Bank Code: TBCBGE22

 

გადახდის აპარატები

დამატებით, სტუდენტებს ასევე შეუძლიათ სწავლის საფასური გადმორიცხონ საქართველოს ტერიტორიაზე ქუჩებში განთავსებული გადახდის აპარატებიდან. ამისთვის, აპარატის მენიუში შეგიძლიათ აირჩიოთ ველი „განათლება“, მოძებნოთ ევროპის უნივერსიტეტი და გადაიხადოთ სწავლის საფასური პირადი ნომრით. ამ შემთხვევაში, საბანკო რეკვიზიტები საჭირო არ არის.

ვიზა

სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ ესტუმროთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სერვისების ვებსაიტს.

საკონსულტაციო მომსახურება

ზოგიერთ ქვეყანაში ჩვენ გაგვაჩნია განათლების კონსულტანტების ქსელი, რომელთაც როგორც პარტნიორებს, ოფიციალურად ცნობს ევროპის უნივერსიტეტი. კონსულტანტები დახმარებას უწევენ მომავალ სტუდენტებს აპლიკაციის მომზადებასა და გადმოგზავნაში.