ჩანიშნე შეხვედრა ევროპის უნივერსიტეტთან

#iSTUDENT - ტური ევროპის უნივერსიტეტში:

ევროპის უნივერსიტეტის პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის:

ყოველ ხუთშაბათს, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ ჩანიშნონ შეხვედრა EU-სთან და ერთი დღით გახდნენ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები; 

აღნიშნული შეთავაზება, შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს:

  • გაეცნონ EU-ს სტუდენტურ ცხოვრებას;

  • სალექციო პროცესს;

  • შეხვდნენ პროფესორებსა და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას;

  • მონაწილეობა მიიღონ სიმულაციურ სიტუაციებსა და დისკუსიებში;

  • ეწვიონ იმიტირებულ სასამართლო დარბაზს, ზურაბ ჟვანიას სახელობის საპარლამენტო დარბაზს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამედიცინო აუდიტორიებსა და ლაბორატორიებს, IT Lab-სა და მუზეუმს;

#დაEUფლე პროფესიას ევროპის უნივერსიტეტში და #იყავიგამორჩEUლი!

გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე

ევროპის უნივერსიტეტი გელის შენ!