როგორ გავხდე EU-ს სტუდენტი?

ევროპის უნივერსიტეტში აბიტურიენტთა მიღება ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების გზით. უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშეც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

·         თუ ხართ უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე და უცხო ქვეყანაში მიიღეთ სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება; 

·         თუ ხართ საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყანაში მიიღეთ სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეთ უცხო ქვეყანაში; 

·         თუ ხართ უცხო ქვეყნის მოქალაქე (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), სწავლობთ/სწავლობდით და მიღებული გაქვ კრედიტები/ კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 

·         თუ ხართ საქართველოს მოქალაქე (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრობდით არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში და მიღებული გაქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

იმისთვის რომ გახდე EU- სტუდენტი, უნდა აირჩიო ევროპის უნივერსიტეტი პრიორიტეტად, შემოხაზო ჩვენი უნივერსიტეტის ნომერი 171 და წარმატებით დაძლიო ერთიანი ეროვნული გამოცდები.