
თამარ ზარგინავამ 2013 წელს წარმატებით დაამთავრა ეკონომიკისა და მენეჯმენტის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა, 2015 წელს კი ამავე უნივერსიტეტში სამართლის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.
2007-2011 წლებში საერო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა, 2011-2012 წლებში თბილისის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 2012-2014 წლებში კი - ამავე უნივერსიტეტის რექტორის აპარატის ხელმძღვანელი. 2015-2017 წლებში ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა, 2017 წლიდან დღემდე, კი, არის ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.
კონტაქტი: tamar.zarginava@esu.edu.ge / tamar.zarginava@eu.edu.ge