ანა ლოლიშვილმა 2012 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი სტომატოლოგიის სპეციალობით, 2016 წლიდან დღემდე კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტია.
2011-2012 წლებში სხვადასხვა კურსი აქვს გავლილი თურქეთის ორთოდონტიულ უნივერსიტეტსა და საბერძნეთის არისტოტელეს სახელობის სტომატოლოგიურ უნივერსიტეტში.
2009-2012 წლებში - სტომატოლოგიურ კლინიკა Dens-ში მუშაობდა, 2014-2017 წლებში კი სტომატოლოგისა და ყბა-სახის ქირურგის პოზიციას Dream Dental Group-ში იკავებდა.
პედაგოგიურ საქმიანობას 2012 წლიდან ეწევა, 2017 წლიდან კი ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვან კათედრაზე ტოპოგრაფიული ანატომიის კურსს უძღვება.
2019 წლიდან ანა არის ევროპის უნივერსიტეტის სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრის ტრენერი.