ევროპის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, ფუნქციონირებს ევროპის უნივერსიტეტის სამართლებრივი დახმარების ცენტრი. მისი მიზანია მომავალი იურისტების მაღალ დონეზე მომზადება პრაქტიკული საქმიანობისათვის.
სამართლებრივი დახმარების ცენტრში დასაქმებული არიან სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდნეტები, რომლებიც დარგის წამყვანი სპეციალისტების ზედამხედველობით ახორციელებენ, რეალურ, პრაქტიკულ საქმიანობას. მათ შორის:
- უწევენ სამართლებრივ კონსულტაციას დაინტერესებულ პირებს;
- ცენტრის კლიენტების მომართვის შესაბამისად, ადგენენ სხვადასხვა სირთულის იურიდიულ დოკუმენტებს, ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს, მემორანდუმებს და ა.შ.
- საჭიროების შემთხვევაში ადგენენ სხვადასხვა ტიპის სარჩელებს;
უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრის საქმიანობა, ასევე, ორიენტირებულია საზოგადოებაში მართლშეგნების ამაღლებასა და მომავალი თუ მოქმედი იურისტების პროფესიულ განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, ცენტრი ორგანიზებას უწევს სხვადასხვა ტიპის საჯარო ლექციებს, პანელურ დისკუსიებს და ა.შ.
დაფუძნებიდან დღემდე, ცენტრი უკვე მოემსახურა ათეულობით დაინტერესებულ პირს, ცენტრის ფარგლებში მომზადებულ იქნა არაერთი სარჩელი და დოკუმენტი. მათ შორის, მიმდინარეობს მუშაობა საკონსტიტუციო სარჩელზე. ცენტრმა ორგანიზება გაუწიოა ათეულობით ღონისძიებას, რომელიც შეეხებოდა სამართლის სფეროში არსებულ უახლეს გამოწვევებსა და მოვლენებს.
სამართლებრივი დახმარების ცენტრს შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა და მაღაკვალიფიციური, სრული, იურიდიული მომსახურება უსასყიდლოდ მიიღოს.