ევროპის უნივერსიტეტში აბიტურიენტთა მიღება ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების გზით. უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშეც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:
· თუ ხართ უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე და უცხო ქვეყანაში მიიღეთ სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
· თუ ხართ საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყანაში მიიღეთ სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეთ უცხო ქვეყანაში;
· თუ ხართ უცხო ქვეყნის მოქალაქე (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), სწავლობთ/სწავლობდით და მიღებული გაქვ კრედიტები/ კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
· თუ ხართ საქართველოს მოქალაქე (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრობდით არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში და მიღებული გაქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
იმისთვის რომ გახდე EU-ს სტუდენტი, უნდა აირჩიო ევროპის უნივერსიტეტი პრიორიტეტად, შემოხაზო ჩვენი უნივერსიტეტის ნომერი
171 და წარმატებით დაძლიო ერთიანი ეროვნული გამოცდები.
მობილობა
თუ ხარ სტუდენტი და გსურს ევროპის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება, შეგიძლია ისარგებლო მობილობით - მობილობა ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში სტუდენტის გადასვლის პროცესია.
მობილობა ხორციელდება წელიწადში ორჯერ - შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში, რომელიც რეგულირდება უნივერსიტეტში.