სალომე ცქიტიშვილი ევროპის უნივერსიტეტის გუნდს 2019 წლის ნოემბრის თვეში რექტორის თანაშემწის პოზიციაზე შემოუერთდა. ამჟამად იგი საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტის პოზიციას იკავებს.
სალომე ცქიტიშვილმა წარჩინებით დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ-მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამა. იგი ფლობს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხს.
სალომე ცქიტიშვილის გამოცდილება მრავალპროფილურია. სწავლის პარალელურად მან პრაქტიკები გაიარა როგორც კერძო და საჯარო სექტორში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების, საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და პროექტების მართვის მიმართულებით. პარალელურად მონაწილეობა აქვს მიღებული ათეულობით ტრენინგსა და სემინარში საერთაშორისო ურთიერთობებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის თემატიკაზე.
სალომე ცქიტიშვილი საუბრობს ინგლისურ და რუსულ ენებზე.