Dental Medicine program in English language
პროგრამაზე სწავლის საფასური - 11 200 ლარი
პროგრამის ხელმძღვანელი:
სოფიო სამხარაძე

- ელ. ფოსტა: sopho.samkharadze@eu.edu.ge
პროგრამის მიზანია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროფესიონალი სტომატოლოგის მომზადება, რომელიც კვალიფიციურად გამოიყენებს კვლევით, ეთიკურ და კომუნიკაციურ უნარებს; პროფესიულად განვითარდება მუდმივად ცვალებად გარემოში.
სტომატოლოგის ინგლისურენოვანი პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობითა და სფეროს თანამედროვე მიმდინარეობების გათვალიწინებით. პროგრამის შექმნაზე მუშაობდნენ გამოცდილი სპეციალისტები, რომელთა უმეტესობა დარგობრივი ასოციაციების მმართველი და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები არიან და აქტიურად მონაწილეობენ სტომატოლოგიის დარგის განვითარების ხელშეწყობის სფეროში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე. პროგრამის ხელმძღვანელი - სოფიო სამხარაძე, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტია. მრავალწლიან პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად მას გააჩნია ოცწლიანი პედაგოგიური გამოცდილება.
საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა: 300 კრედიტი
287კრედიტი არის ძირითადი სწავლის სფეროსსავალდებულო სასწავლო კურსები, ხოლო 13 კრედიტი - ძირითადი სწავლის სფეროსარჩევითი სასწავლო კურსები.
1 კრედიტი მოიცავს 25 ასტრონომიულ საათს და ითვალისწინებს საკონტაქტო და დამოუკიდებელ მუშაობას. სემესტრის განმავლობაში სტუდენტმა უნდა დაძლიოს 30 კრედიტი, ხოლო წელიწადში - 60 კრედიტი, თუმცა, პროგრამის სპეციფიკიდან და სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე, წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60-ზე ნაკლები ან მეტი, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.
- სწავლებისენა: ინგლისური
- მისანიჭებელიკვალიფიკაცია: დიპლომირებული სტომატოლოგი / Doctor of Dental Medicine (DMD)
- სწავლისხანგრძლივობა: 5 წელი (10 სემესტრი)
- პროგრამის მოცულობა: 300 კრედიტი
სწავლება-სწავლის მეთოდები და აქტივობები:
პროგრამაზე სწავლება-სწავლა ხორციელდება სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება-სწავლის მეთოდებითა და აქტივობებით, რაც გულისხმობს სტუდენტის აქტიურ ჩართულობას სწავლის პროცესში.
საგანმანათლებლო პროცესში გამოიყენება სწავლება-სწავლის შემდეგი მეთოდები და აქტივობები:
ინტერაქტიული ლექციები, სემინარი/ჯგუფური (გუნდური) მუშაობა, ლაბორატორიული მუშაობა, სიმულაციურ კლასებში მეცადინეობა სიმულატორების და მანეკენების გამოყენებით, პრაქტიკული მუშაობა კლინიკური პრაქტიკა / სწავლება ავადმყოფის საწოლთან, კლერკშიფი, დისკუსია, დებატები, ზეპირი მოხსენება, პრეზენტაცია, PBL - პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, CBL - კლინიკურ შემთხვევის განხილვაზე დაფუძნებული სწავლება, სამეცნიერო კვლევაში ჩართვა
შეფასების ფორმებია:
ტესტი, ესე/ესეი, დემონსტრირება, პრეზენტაცია, დისკუსია, პრაქტიკული/თეორიული დავალების შესრულება, დისკუსიაში მონაწილეობა, ქეისის განხილვა, იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა, ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა და სხვ;
სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა ითვალისწინებს:
1. ხუთი სახის დადებით შეფასებას:
- (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
- (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
- (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
- (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
- (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.
2. ორი სახის უარყოფით შეფასებას:
- (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
- (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
სტუდენტს უარყოფითი შეფასების (FX) მიღების შემთხვევაში დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო სამედიცინო პროგრამის კურსდამთავრებულს არ აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლება, თუმცა მათ შეუძლიათ დასაქმდნენ უმცროსი ექიმის პოზიციაზე და შეასრულონ ექიმის მოვალეობები დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირის ზედამხედველობის ქვეშ. (საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 5).
უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე კურსდამთავრებულს უფლება აქვს განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
- გააგრძელოს სწავლა დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე (რეზიდენტურა) და მისი დასრულების შემდეგ მოიპოვოს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლება, შესაბამისი სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების შემდეგ;
- გააგრძელოს მოღვაწეობა როგორც სამეცნიერო-კვლევითი, (მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ასევე აკადემიური მიმართულებებით, მედიცინის თეორიულ, ან ჯანდაცვის ნებისმიერ ნაწილში, რომელიც არ არის დაკავშირებული დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობასთან. (საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 17).