Medical Doctor program MD in the English language
პროგრამაზე სწავლის საფასური - 16 000 ლარი
პროგრამის ხელმძღვანელი:
ზაზა ავალიანი

- ელ. ფოსტა: avaliani.zaza@eu.edu.ge
პროგრამის თანახელმძღვანელი:
- მარიამ იზორია
- ელ. ფოსტა: mariam.izoria@eu.edu.ge
დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის მიზანია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროფესიონალის მომზადება, რომელიც შეძლებს პრაქტიკაში დაეყრდნოს მტკიცებითი მედიცინის პრინციპებს, კვალიფიციურად გამოიყენოს კვლევითი, ეთიკური და კომუნიკაციური უნარები; შეძლოს თავი დაიმკვიდროს და პროფესიულად განვითარდეს მუდმივად ცვალებად გარემოში.
დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამა 2019 წელს სრულად მოდიფიცირდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ამავე წელს მიენიჭა 7-წლიანი აკრედიტაცია. პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი ზაზა ავალიანი არის ეროვნული სამედიცინო გაიდლაინის ავტორი, განათლების საერთაშორისო საბჭოს ექსპერტი და 2014 წლიდან დღემდე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი.
საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა: 360 კრედიტი
336 კრედიტი არის პროგრამის სავალდებულო კომპონენტი, ხოლო 24 კრედიტი - პროგრამის არჩევითი კომპონენტი (14 კრედიტი - ძირითადი სწავლის სფეროს არჩევითი კურსები, 10 კრედიტი - არჩევითი/თავისუფალი კურსები).
1 კრედიტი მოიცავს 30 ასტრონომიულ საათს და ითვალისწინებს საკონტაქტო და დამოუკიდებელ მუშაობას. სემესტრის განმავლობაში სტუდენტმა უნდა დაძლიოს 30 კრედიტი, ხოლო წელიწადში - 60 კრედიტი, თუმცა, პროგრამის სპეციფიკიდან და სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე, წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60-ზე ნაკლები ან მეტი, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი/ Medical Doctor (MD)
- სწავლის ხანგრძლივობა: 6 წელი (12 სემესტრი)
- პროგრამის მოცულობა - 360 კრედიტი
- სწავლების ენა: ინგლისური
სწავლება-სწავლისმეთოდები და აქტივობები:
პროგრამაზე სწავლება ხდება სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება-სწავლის მეთოდებით და აქტივობებით, რაც გულისხმობს სტუდენტის აქტიურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.
საგანმანათლებლო პროცესში გამოიყენება სწავლება-სწავლის შემდეგი მეთოდები და აქტივობები:
ინტერაქტიული ლექციები, სემინარი/ჯგუფური (გუნდური) მუშაობა, ლაბორატორიული მუშაობა, სიმულაციურ კლასებში მეცადინეობა სიმულატორების და მანეკენების გამოყენებით, პრაქტიკული მუშაობა კლინიკური პრაქტიკა/სწავლება ავადმყოფის საწოლთან, კლერკშიფი, დისკუსია, დებატები, ზეპირი მოხსენება, პრეზენტაცია, PBL - პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, CBL - კლინიკურ შემთხვევის განხილვაზე დაფუძნებული სწავლება, სამეცნიერო კვლევაში ჩართვა.
შეფასების ფორმები:
ტესტი, ესე/ესეი, დემონსტრირება, პრეზენტაცია, დისკუსია, პრაქტიკული/თეორიული დავალების შესრულება, დისკუსიაში მონაწილეობა, ქეისის განხილვა, იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა, ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა და სხვ.
სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა ითვალისწინებს:
1. ხუთი სახის დადებით შეფასებას:
- (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
- (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
- (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
- (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
- (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.
2. ორი სახის უარყოფით შეფასებას:
- (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
- (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
სტუდენტს უარყოფითი შეფასების (FX) მიღების შემთხვევაში დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ერთსაფეხურიანი საგანმანათებლო სამედიცინო პროგრამის კურსდამთავრებულს არ აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლება, თუმცა მათ შეუძლიათ დასაქმდნენ უმცროსი ექიმის პოზიციაზე და შეასრულონ ექიმის მოვალეობები დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირის ზედამხედველობის ქვეშ. (საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 5).
უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე კურსდამთავრებულს უფლება აქვს განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) გააგრძელოს სწავლა შემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე (რეზიდენტურა) და მისი დასრულების შემდეგ მოიპოვოს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლება, შესაბამისი სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების შემდეგ; ბ) გააგრძელოს მოღვაწეობა როგორც სამეცნიერო-კვლევითი, (მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ასევე აკადემიური მიმართულებებით, მედიცინის თეორიულ, ან ჯანდაცვის ნებისმიერ ნაწილში, რომელიც არ არის დაკავშირებული დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობასთან. (საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ, მუხლი 17).