Bachelor Degree Program in Informatics
პროგრამაზე სწავლის საფასური - 2500 ლარი.
· პროგრამის ხელმძღვანელი:
ბესიკი ტაბატაძე

- ელ. ფოსტა: tabatadze.besik.eu.edu.ge
ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის მიზანს წარმოადგენს ისეთი კურსდამთავრებულის ყოლა, რომელსაც:
· აქვს კომპეტენცია ინფორმატიკის დარგში; აწარმოებს კვლევებს, აგებს, ავითარებს ან ახორციელებს ინფორმატიკის პროფილის პროექტებს სხვადასხვა სფეროში;
· თავისი პროფესიული ვალდებულებების შესრულებისას აცნობიერებს ინფორმატიკის სფეროში არსებულ ეთიკურ და სოციალურ ასპექტებს;
· დამოუკიდებლად აგრძელებს ინფორმატიკის დარგის ახალი ტექნოლოგიების ათვისებას ან იღებს განათლებას სწავლების შემდგომ საფეხურზე.
ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა მოიცავს 240 კრედიტს, აქედან:
· სავალდებულო კომპონენტი - 188 კრედიტი
· თავისუფალი კომპონენტი, რომელიც ორიენტირებულია ზოგადი, ტრანსფერული უნარების განვითარებაზე - 34 კრედიტი
· ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო სასწავლო კურსები - 134 კრედიტი
· პრაქტიკა - 5 კრედიტი
· საბაკალავრო ნაშრომი - 15 კრედიტი
· არჩევითი კომპონენტი - 52 კრედიტი
· ძირითადი სწავლის სფეროს არჩევითი სასწავლო კურსი - 23 კრედიტი
· პროგრამის თავისუფალი კრედიტები - 29 კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ინფორმატიკის ბაკალავრი (Bachelor of Informatics)
· სწავლის ხანგრძლივობა - 8 სემესტრი
· საბაკალავრო პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი
· სწავლების ენა - ქართული
ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამაზე, სწავლება-სწავლის მეთოდებთან მიმართებით გამოიყენება შემდეგი აქტივობები:
· ახსნა-განმარტება
· დემონსტრირება
· შემთხვევების შესწავლა (Case Study);
· გონებრივი იერიში (Brain Storming);
· შედარებითი ანალიზი
· ჯგუფური მუშაობა;
· ზეპირი გამოკითხვა;
· დისკუსია
· პრეზენტაცია;
· თანამშრომლობითი სწავლება (cooperative) ;
· პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL);
· ევრისტიკული მეთოდი;
· ლაბორატორიული მუშაობა;
· პრაქტიკული მუშაობა;
· პროექტი;
· ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება;
· ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მუშაობა;
· ინდუქცია;
· დედუქცია;
· ანალიზი;
· სინთეზი;
აუდიო-ვიზუალური მუშაობა;.
სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა ითვალისწინებს:
· ხუთი სახის დადებით შეფასებას:
1. (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
2. (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
3. (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
4. (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
5. (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.
· ორი სახის უარყოფით შეფასებას:
1. (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
2. (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
სტუდენტს უარყოფითი შეფასების (FX) მიღების შემთხვევაში დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში.
დამატებით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება იმ შემთხვევაშიც თუ მან გადალახა საბოლოო დადებითი შეფასების მინიმალური ზღვარი (51 ქულა), მაგრამ ვერ გადალახა დასკვნითი გამოცდის მინიმალური ბარიერი.
დასკვნით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება შუალედური შეფასების მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში. შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 30%.
კრედიტის მინიჭება შესაძლებელია თუ სტუდენტის მიერ მიღებული შედეგი აკმაყოფილებს პირობებს:
ა) გადალახა დასკვნითი გამოცდის მინიმალური ბარიერი (დასკვნითი გამოცდის მინიმალური ბარიერია 50%);
ბ) მოაგროვა საბოლოო შეფასების მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 51 ქულა.
სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება შეადგენს 100 ქულას, რომელიც მოიცავს შუალედურ და დასკვნით შეფასებებს.
დასკვნითი გამოცდის ხვედრითი წილი განისაზღვრება თითოეული სასწავლო კურსისთვის განმახორციელებელი პერსონალის აკადემიური თავისუფლების ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს საერთო შეფასების 40 %-ისა (პრაქტიკისა და საბაკალავრო ნაშრომის შემთხვევაში შესაძლებელია ქულათა განსხვავებული განაწილება).
წინამდებარე საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს ვებ სტუდიაში, ინტერნეტ კომპანიაში, სარეკლამო სააგენტოში, ნებისმიერ კომპანიაში, რომელშიც არსებობს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისთვის სპეციალიზებული განყოფილება. კურსდამთავრებულების კომპეტენციის დონე შეესაბამება ისეთ თანამდებობებს, როგორიცაა: პროგრამისტი, დეველოპერი და ა.შ.
პროფესია პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, არის ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი დარგი, ასევე, იძლევა დისტანციურად დასაქმების საშუალებას როგორც ქვეყნის ფარგლებს შიგნით, ასევე, მის გარეთაც.