Teacher Training Program

პროგრამაზე სწავლის საფასური - 2250 ლარი.

პროგრამის ხელმძღვანელი

  • ნინო ფეტვიაშვილი
    ელ. ფოსტა
    : nino.petviashvili@eu.edu.ge



მასწავლებლის მომზადების  საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს საქართველოს განათლების მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტების, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის, პროფესიული სტანდარტის, დარგობრივი მახასიათებლის მოთხოვნების  შესაბამისი კომპეტენციის მქონე დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებელი, რომელიც იქნება კრიტიკული აზროვნების, ინოვაციური და აკადემიური უნარ-ჩვევების, მოქალაქეობრივი შეგნებისა და დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი, ექნება შესაბამისი საგნის სწავლებისათვის საჭირო ცოდნა და უნარები, ორიენტირებული იქნება უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე, იქნება კონკურენტუნარიანი, სიახლეების მიმღები და დამნერგავი პედაგოგიურ პრაქტიკაში.

მასწავლებლის მომზადების საგანამანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს.

მასწავლებლის მომზადების საგანამანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის სტუდენტს ესაჭიროება პროგრამის სასწავლო კურსებიდან გაიაროს:

  • ზოგადი პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის  სასწავლო  კურსები  (ჩაშენებული სასკოლო პრაქტიკით, სავალდებულო მოდული ყველა მიმართულებისთვის) - 30 კრედიტი;
  • შესაბამისი მიმართულების საგნის სწავლების მეთოდიკის სასწავლო კურსები (ჩაშენებული პრაქტიკით)   - 20 კრედიტი (მათ შორის ყველა სავალდებულო კურსი);
  • სასკოლო პრაქტიკის მოდულიდან - 10 კრედიტი (შესაბამისი მიმართულებისთვის განსაზღვრული სასკოლო პრაქტიკის დამოუკიდებელი კურსი).

 

  • სწავლის ხანგრძლივობა - 2 სემესტრი
  • საბაკალავრო პროგრამის მოცულობა - 60 კრედიტი
  • სწავლების  ენა - ქართული/უცხოური ენების მიმართულებისთვის საგნობრივი მეთოდიკის კურსები ქართულ და შესაბამის უცხოურ ენაზე

 

სწავლება-სწავლის   მეთოდები და აქტივობები:

სწავლების პროცესის ორგანიზება მიზნად ისახავს სწავლება-სწავლის ისეთი მეთოდებისა და აქტივობების გამოყენებას, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამის შესაბამისი ცოდნის და უნარების მიღწევას. პროგრამის მიზნების და სწავლის შედეგების რეალიზაცია ხდება სასწავლო  კურსებში ლექციების (კლასიკური და ინტერაქტიური), სამუშაო ჯგუფში მუშაობის, პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით, ასევე, სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის გზით, თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრაციის მიზნით პრაქტიკის ობიექტზე (სასკოლო პრაქტიკა) სამუშაო პროცესში მონაწილეობის და კონსულტაციების მეშვეობით.

სწავლება-სწავლის მეთოდებისას გამოსაყენებლი აქტივობებია:

             ჯგუფში მუშაობა

             რეფერატი

             ტესტი

             დისკუსია

             ჩაშენებული პრაქტიკა

             ზეპირი პრეზენტაცია  

             პორტფოლიო

             პედაგოგიური პრაქტიკა

             პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL)

             თანამშრომლობითი სწავლება (cooperative),

             შემთხვევის ანალიზი (Case study)

             დემონსტრირება

             ინდუქცია

             დედუქცია

             ანალიზი 

             სინთეზი

             როლური და სიტუაციური თამაშები

             გონებრივი იერიში<

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა ითვალისწინებს:

  • ხუთი სახის დადებით შეფასებას:
  1. (A) ფრიადიშეფასების 91-100 ქულა;
  2. (B) ძალიან კარგიმაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
  3. (C) კარგიმაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
  4. (D) დამაკმაყოფილებელიმაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
  5. (E) საკმარისიმაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

 

  • ორი სახის უარყოფით შეფასებას:
  1. (FX) ვერ ჩააბარამაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
  2. (F) ჩაიჭრამაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

სტუდენტს უარყოფითი შეფასების (FX) მიღების შემთხვევაში   დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში

დამატებით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება იმ შემთხვევაშიც თუ მან გადალახა საბოლოო დადებითი   შეფასების   მინიმალური   ზღვარი   (51   ქულა),   მაგრამ   ვერ   გადალახა   დასკვნითი გამოცდის მინიმალური ბარიერი.

დასკვნით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება შუალედური შეფასების მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში. შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 30%.

კრედიტის მინიჭება შესაძლებელია თუ სტუდენტის მიერ მიღებული შედეგი აკმაყოფილებს პირობებს:

) გადალახა დასკვნითი გამოცდის მინიმალური ბარიერი (დასკვნითი გამოცდის მინიმალური ბარიერია 50%);

) მოაგროვა საბოლოო შეფასების მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 51 ქულა.

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება შეადგენს 100 ქულას, რომელიც მოიცავს შუალედურ და დასკვნით შეფასებებს.

 

დასკვნითი გამოცდის ხვედრითი წილი განისაზღვრება თითოეული სასწავლო კურსისთვის განმახორციელებელი პერსონალის აკადემიური თავისუფლების ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს საერთო შეფასების 40 %-ისა (პრაქტიკისა და საბაკალავრო ნაშრომის შემთხვევაში შესაძლებელია

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი,   საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებელი შესაბამის საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია,ბიოლოგია, ინგლისური ენა, რუსული ენა);

             მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრები;

             პედაგოგთა გადამზადების ცენტრები;

             საგანამანათლებლო რესურსცენტრები;

             განათლების სფეროში მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრი/მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით. ასევე, პირი ვალდებულია ჩააბაროს ევროპის უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდა.